The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ქამადაძე

ლევან ქამადაძე
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1957  (68 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნენიაში, შუახევის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1980 წელს.

1984-1987წწ. იყო რაიონის რამდენიმე სკოლის მასწავლებელი; 1987-1989წწ. ჩანჩხალოს საშუალო სკოლის დირექტორი; 1989-1991წწ. გაზეთ "დროშის" პასუხისმგებელი მდივანი; 1991-1996წწ. ნენიის საშუალო სკოლის დირექტორი; 1996-2004წწ. აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, განათლების, კულტურის, სპორტის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 2004-2005წწ. ინდმეწარმე; 1990 წლიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს მთავარი სპეციალისტი სოციალურ სფეროში; საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი (სეფრკ - მრგვალი მაგიდის შემადგენელი პარტია) წევრი. 2005 წლიდან შუახევის რაიონის გამგებელი; "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების" წევრი. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.466

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი (2005-)

გააზიარე: