შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თორნიკე რიჟვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ხულო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართლის ბაკალავრის სპეციალობით 2011 წელს; ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ბიზნესის მაგისტრი საერთაშორისო ბიზნესის სპეციალიზაციით 2014 წელს; ლიჰაის უნივესტიტეტი, პენსილვანია, აშშ ლი იაკოკას და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი - The Global Village for Future Leaders of Business and Industry; Exclusive Leadership Program 2012 წელს; სიტის უნივერსიტეტი, ლონდონი (ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩივინგის პროგრამის სტიპენდიანტი) სამართლის მაგისტრი LLM- საერთაშორისო ბიზნეს სამართალი 2013 წელს, სადისერტაციო თემა - "Project finance: Does it really eliminate agency problems or promote opportunistic behavior? The Case of Eurotunnel"; 2015 წლიდან არის ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი - Ph.D "ენერგეტიკის სამართალი"; ფლორენციის რეგულირების სკოლა - ენერგო სექტორის რეგულირება 2017 წელს; პასო რობლეს საშუალო სკოლის დიპლომი, კალიფორნია, აშშ. (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) სტიპენდიანტი 2006-2007). 2008-2009წწ. სტაჟირება სი-ეიჩ-ეფ ინთერნეიშენალ (CHF International, USAID programme); 2007–2013წწ. სამეწარმეო და საკონსულტაციო საქმიანობა, დონორების დაფინანსებული პროექტების მენეჯმენტი (EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის (TAM BAS) პროგრამა); 2010-2011წწ. გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ბიზნეს კონსულტანტი/დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინატორი; 2011-2012-სს "ოუფენ რევოლუშენ ჯორჯია", აჭარის რეგიონალური მენეჯერი; 2012-2013წწ. სტაჟირება ფინანსური ინოვაციების შემსწავლელ ცენტრში (CSFI, ლონდონი); 2013-2017წწ. შპს აჭარისწყალი ჯორჯია (TATA POWER, CLEAN ENERGY INVEST, IFC -ის ერთობლივი საწარმო), იურიდიული დირექტორი (2015-2017), იურიდიული მრჩეველი (2013-2015); 2014-2016წწ. აჭარის ა.რ. მთავრობის ეკონომიკური საბჭო, მრჩეველი საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში; 2017-24 ივლისი - 2017-15 დეკემბერი – ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; 2017-2018წწ. სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორი; 2018-2025წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |