The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მგელაძე

დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი (МГИМО) 1972 წელს; საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია 1989 წელს.
1972 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე საბჭოთა კავშირის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ. 1994-1997წწ. რუსეთის ფედერაციის საელჩოს მრჩეველი ინდოეთში; 2002-2005წწ. რუსეთის ფედერაციის გენერალური კონსული მადრასში (ჩენაი, ინდოეთი). 2005-2006წწ. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს აფრიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2006 წლიდან იყო რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიანმას კავშირში; რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ხარისხის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.


გააზიარე: