ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
იოანე მანგლელი (წმიდა იოანე)
ოფიციალური სახელი: | იოსებ სააკაძე |
დაბადების თარიღი: | 1668 |
გარდაცვ. თარიღი: | 25 მარტი, 1751 (83 წლის ასაკში) |
დაკრძალვის ადგილი: | თბილისის სიონის ტაძარი, მანგლისის ღვთისმშობლის ხატის წინ |
კატეგორია: | სასულიერო პირი |
ბიოგრაფია
გარეჯის უდაბნოში ისწავლა მან მონაზვნური ცხოვრება; მალე მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს, შემდეგ კი მანგლისის კათედრაზე დაადგინეს ეპისკოპოსად. 1724 წელს დარუბანდში წავიდა, ხის ეკლესია ააშენა და დაღესტანში ქადაგება დაიწყო; მთავრობას დარჩენია შეუმჩნევლად მისი მოციქულებრივი საქმიანობა; წმიდა მამამ ღვთისმშობლის შობისა და წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრები ააგო; 1737 წელს თავისი მოწაფეები დაღესტანში დატოვა, თვითონ კი ასტრახანში გადავიდა, ააგო წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია, რომელიც 1746 წელს რუსეთის მთავრობამ მონასტრად გადააკეთა და არქიმანდრიტად იოანეს მოწაფე, ქართველი ბერი გერმანე დანიშნა; ასტრახანში იოანემ შეიტყო, რომ ყიზლარში მცხოვრებ ქართველებს ეკლესია არ ჰქონდათ. ისიც გაიგო, რომ ოსეთში ქრისტიანობას უჭირდა და ყიზლარს მიაშურა; იქ ქართველების დახმარებით ეკლესია ააგო და გახსნა სკოლა მქადაგებელთა მოსამზადებლად; წმინდანი.
|