შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნ. ასათიანი![]()
ბიოგრაფიარკინიგზაზე მემანქანედ მუშაობასთან ერთად, სასცენო ხელოვნების დარგშიც მონაწილეობდა. 1902 წლიდან სცენაზე თითქმის განუწყვეტლივ, უსასყიდლოდ, ხშირად ქართული სცენის დიდოსტატებთან (ვლ. ალექსი-მესხიშვილთან, მ. საფაროვა-აბაშიძესთან, ნ. გოცირიძესთან და სხვ.) ერთად გამოდიოდა, უმთავრესად სახასიათო როლებს ასრულებდა. ყოფილი შორაპნის მაზრის თითქმის ყველა სოფელში თავისი ხელმძღვანელობით უფასო წარმოდგენებს დგამდა, ხალხში სასცენო ხელოვნების სიყვარულს ნერგავდა. მისი თაოსნობით დაარსდა ზესტაფონის რკინიგზის მუშათა კლუბი. სცენისმოყვარული, მემანქანე-გამომგონებელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.215
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |