შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ასკურავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაათავრა ბაქოს გიმნაზია და ერთხანს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. სცენაზე გამოვიდა 1907 წელს, ლანჩხუთის თეატრში, ი. ბაქრაძის პიესაში "ჩვენი დროის გმირები". უმთავრესად ასრულებდა სახასიათო როლებს (ლ. ანდრეევის პიესაში "დღენი ჩვენი ცხოვრებისა-ონუფრი ნიკოლაევიჩს, ვ. გუნიას პიესაში "ორი გმირი"- ტარიელს, ბელოის "უმუშევარში" - ეგორს და სხვ.). ლანჩხუთის გარდა, როგორც მსახიობი და დრამწრეების ხელმძღვანელი, მუშაობდა ბათუმის მუშათა კლუბებში, აგრეთვე ბათუმის აკადემიურ თეატრში. დაწერა პიესები: "თეთრი ყორანი" (4 მოქმ.), "შავი არშია"(დრამა 4 მოქმ.), "წითელი ჯამბაზი" (დრამა 3 მოქმ.), "ჩვენი ზეიმი" (საბავშვო პიესა). "თეთრი ყორანის" გარდა ყველა პიესა ბათუმისა და გურიის დაბა-სოფლების სცენაზე იდგმებოდა. დაწერა მოგონებანი "ლანჩხუთის თეატრის შესახებ" (ნაწყვეტი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში), ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნებაში" დაბეჭდა "ლანჩხუთის თეატრის ისტორიიდან" (1936, №11-12, გვ. 58-59). თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან. ლანჩხუთის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.217 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |