შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან როსტომბეგოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის I გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1899 წელს და სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკურ განყოფილებაზე. ორი წლის შემდეგ გადავიდა საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე, რომელიც 1911 წელს დაამთავრა. 1911-1915წწ. მუშაობდა ხარკოვის სამედიცინო-ვეტერინარულ და პედაგოგიურ ინსტიტუტებში, მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1920 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თავდაპირველად ასისტენტად, ხოლო შემდგომში ლექტორად და კათედრის გამგედ. 1930 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი. მას ეკუთვნის ქართულ ენაზე ფუნდამენტური სახელმძღვანელო სამედიცინო პარაზიტოლოგიაში. მის სახელს ატარებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ერთ-ერთი ლაბორატორია. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.334 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |