The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან როსტომბეგოვი

დაბადების თარიღი:1878
გარდაცვ. თარიღი:1965  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის I გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1899 წელს და სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკურ განყოფილებაზე. ორი წლის შემდეგ გადავიდა საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე, რომელიც 1911 წელს დაამთავრა.

1911-1915წწ. მუშაობდა ხარკოვის სამედიცინო-ვეტერინარულ და პედაგოგიურ ინსტიტუტებში, მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1920 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თავდაპირველად ასისტენტად, ხოლო შემდგომში ლექტორად და კათედრის გამგედ. 1930 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი. მას ეკუთვნის ქართულ ენაზე ფუნდამენტური სახელმძღვანელო სამედიცინო პარაზიტოლოგიაში. მის სახელს ატარებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ერთ-ერთი ლაბორატორია.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.334

ბიბლიოგრაფია

  • პარაზიტოლოგია : ლექციების კონსპექტი (ავტორი). - ტფილისი, საქ. სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. ბიოლოგიის კათედრა, 1932. - 120გვ.

გააზიარე: