The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დონ გაბრიელ ასლანიშვილი

დონ გაბრიელ ასლანიშვილი
დაბადების თარიღი:1860
გარდაცვ. თარიღი:1931  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

პირველდაწყებითი განათლება მიიღო შინ, სწავლობდა კონსტანტინოპოლში, მონტობანში (საფრანგეთი) მიიღო სასულიერო განათლება. ფლობდა ფრანგულ, რუსულ და სხვა ენებს. 1890 წელს, მღვდლად კურთხევის შემდეგ მსახურობდა რუსეთში, მოზდოკში, ქუთაისში, გორსა და როსტოვში. ყველგან ცდილობდა თავისი სამსახური ხალხის სასიკეთო მოღვაწეობით აღენიშნა და ქართველთა განათლება-განვითარებას ყველა ღონისძიებით უწყობდა ხელს. ქუთაისის სამრევლო სკოლის პროგრამა ისე შეცვალა, რომ სკოლის მოწაფეები პირდაპირ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ახერხებდნენ შესვლას. გიმნაზიაში რამდენიმე სტიპენდია დააარსა ქუთაისის კათოლიკე მრევლს შორის შეგროვილი ფულით, გორში სამსახურის დროს ეკლესიას შენობები მოუმატამ მამულების საქმე მოაწესრიგა, უმამულო გლეხები ჯავახეთიდან გორს - საბატონო და საეკლესიო მამულებზე დაასახლა და ერთის მხრივ თუ გორის მრევლი გაზარდა, მეორეს მხრივ გაჭირვებულ ხალხს ცხოვრების სახსარი აღმოუჩინა. ამისთვის საჭირო ფული თვითონ მოკრიბა და გლეხებს გადასცა. იგი, როგორც ჭეშმარიტი მოძღვარი, მუდამ მრევლის შემწეობასა  და ნივთიერ-ზნეობრივ დაწინაურებაზე ზრუნავდა. პირადი მტრობით არაერთგზის დასმენილი და დევნილი სამშობლოს გაშორდა. დონ გაბრიელ ასლანიშვილი  ქართველ კათოლიკეთა შესახებ "ცნობის ფურცელში" წერდა წერილებს. ფრანგულიდან თარგმნა საყმაწვილო კომედიები - "შალვა ანუ მტკიცე პირობა" (ტფ.,1904), შეადგინა "ახალი ქართული ლოცვის წიგნი" და სხვ. მწიგნობარი, საზოგადო მოღვაწე. დახვრიტეს 1931 წელს.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.218

ბიბლიოგრაფია

  • შალვა ანუ მტკიცე პირობა : თარგმანი ფრანგულიდან პატრის დონ გაბრიელ ასლანიშვილის მიერ (ავტორი). - თბილისი, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა (კ. თავართქილაძის სტ.)., 1904. - 32გვ.

გააზიარე: