The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დონ გაბრიელ ასლანიშვილი

დონ გაბრიელ ასლანიშვილი
Date of birth:1860
Date of death:1931  (at 71 years)
Category:Religious leader, Humanitarian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

პირველდაწყებითი განათლება მიიღო შინ, სწავლობდა კონსტანტინოპოლში, მონტობანში (საფრანგეთი) მიიღო სასულიერო განათლება. ფლობდა ფრანგულ, რუსულ და სხვა ენებს. 1890 წელს, მღვდლად კურთხევის შემდეგ მსახურობდა რუსეთში, მოზდოკში, ქუთაისში, გორსა და როსტოვში. ყველგან ცდილობდა თავისი სამსახური ხალხის სასიკეთო მოღვაწეობით აღენიშნა და ქართველთა განათლება-განვითარებას ყველა ღონისძიებით უწყობდა ხელს. ქუთაისის სამრევლო სკოლის პროგრამა ისე შეცვალა, რომ სკოლის მოწაფეები პირდაპირ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ახერხებდნენ შესვლას. გიმნაზიაში რამდენიმე სტიპენდია დააარსა ქუთაისის კათოლიკე მრევლს შორის შეგროვილი ფულით, გორში სამსახურის დროს ეკლესიას შენობები მოუმატამ მამულების საქმე მოაწესრიგა, უმამულო გლეხები ჯავახეთიდან გორს - საბატონო და საეკლესიო მამულებზე დაასახლა და ერთის მხრივ თუ გორის მრევლი გაზარდა, მეორეს მხრივ გაჭირვებულ ხალხს ცხოვრების სახსარი აღმოუჩინა. ამისთვის საჭირო ფული თვითონ მოკრიბა და გლეხებს გადასცა. იგი, როგორც ჭეშმარიტი მოძღვარი, მუდამ მრევლის შემწეობასა  და ნივთიერ-ზნეობრივ დაწინაურებაზე ზრუნავდა. პირადი მტრობით არაერთგზის დასმენილი და დევნილი სამშობლოს გაშორდა. დონ გაბრიელ ასლანიშვილი  ქართველ კათოლიკეთა შესახებ "ცნობის ფურცელში" წერდა წერილებს. ფრანგულიდან თარგმნა საყმაწვილო კომედიები - "შალვა ანუ მტკიცე პირობა" (ტფ.,1904), შეადგინა "ახალი ქართული ლოცვის წიგნი" და სხვ. მწიგნობარი, საზოგადო მოღვაწე. დახვრიტეს 1931 წელს.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.218

Bibliography

  • შალვა ანუ მტკიცე პირობა : თარგმანი ფრანგულიდან პატრის დონ გაბრიელ ასლანიშვილის მიერ (Author). - თბილისი, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა (კ. თავართქილაძის სტ.)., 1904. - 32გვ.

Share: