The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან რუხაძე

ლევან რუხაძე
დაბადების თარიღი:1884
გარდაცვ. თარიღი:23 ოქტომბერი, 1937  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ხონი, ქუთაისის მაზრა.

დაიბადა გლეხის ოჯახში, განათლება მიიღო საოსტატო სასწავლებელში, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. ახალგაზრდობიდანვე შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას (რსდმპ). 1917 წლის დეკემბერში აქტიურად მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წითელი გვარდიის შექმნაში. დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას, აქვეყნებდა სტატიებს გაზეთ "ერთობაში". აქტიურ პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ საქმიანობაში იყო ჩაბმული ახალციხის მაზრაში. იყო საქველმოქმედო საზოგადოებების წევრი. მისი თაოსნობით აღდგა ობოლთა თავშესაფარი და სხვა დაწესებულებები ახალციხეში. 1919 წლის თებერვალში აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიიდან, გვარდიის ყრილობაზე კი გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. 1920 წლის სექტემბერში მონაწილეობდა ევროპელი სოციალისტების დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლისას დახვედრის ცერემონიალში. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. მონაწილეობდა ანტისაბჭოთა გამოსვლებში. 1922 წელს გადაასახლეს საქართველოდან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოთავსებული იყო სუზდალის ციხეში, სადაც მასთან ერთად არაერთი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე იყო. სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა ყაზახეთში. 1937 წლის ოქტომბერში ე.წ. "ტროიკის" გადაწყვეტილებით დახვრიტეს. სოციალ-დემოკრატი, სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.338; archive.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი

გააზიარე: