The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაჩუკი ქარდავა

ბაჩუკი ქარდავა
დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1969  (54 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1989 წელს. 

1990 წლიდან იყო სანკტ-პეტერბურგის ოლქის პროკურორის თანაშემწე; 1989 წლიდან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი; 1991 წლიდან თავმჯდომარის აპარატის უფროსი; 1993 წლიდან ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე; 1996 წლიდან ედპ-ს გაზეთ "ქართული ქრონიკის" რედაქტორი; 1999 წლიდან ედპ-ს საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანი და მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი, 2002 წლიდან გენერალური მდივანი. 2004 წლიდან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლმენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ავტორი ნაშრომისა "ეროვნული დემოკრატია - ჩვენი გზა" (2002).

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.466; საქართველოს პარლმენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, თავმჯდომარე (2003-)
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, წევრი (1989-)
  • საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმი, წევრი (1993-1994)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", წევრი (2021-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: