Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი სადაღაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვახვრელი, გორის მაზრა. დაიბადა გლეხის ოჯახში. განათლება ოჯახში მიიღო. სოციალ-დემოკრატიულ წრეებში გაწევრიანდა დაარსებისთანავე. იყო თბილისის პარტიული წრის ორგანიზატორი. 1900 წლის რკინიგზის გაფიცვის გამო გაასახლეს თბილისიდან. 1902 წლის მუშათა დემონსტრაციების შემდეგ დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1903 წელს დატოვა რკინიგზის სახელოსნო პოლიციური წნეხის გამო. 1904 წლიდან მუშაობა დაიწყო იარალოვის ქარხანაში. აქტიურად მონაწილეობდა ოთხივე სათათბიროს არჩევნებში, მუშების მხრიდან იყო დასახელებული ამომრჩევლად, მათ შორის გურიიდანაც. 1908 წელს ჟანდარმერიამ დაიჭირა და გადაასახლა როსტოვში ორი წლით. 1917 წლის მარტიდან ეწეოდა აქტიურ პარტიულ მუშაობას. იყო "ნაძალადევის" კომიტეტის თავმჯდომარე და სხვადასხვა რაიონის კოლექტივის წევრი. აირჩიეს ქალაქის საბჭოს წევრად. 1918 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ დასახელდა ეროვნული საბჭოს წევრად. 1919 წლის თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა. იყო საკანდიდატო სიის 115-ე ნომერი. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ ცნობები არ მოიპოვება. სოციალ-დემოკრატი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.343-344 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |