The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პლატონ სართანია

პლატონ სართანია
დაბადების თარიღი:1886
გარდაცვ. თარიღი:24 ოქტომბერი, 1918  (32 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლედგებიო, ზუგდიდი მაზრა.

დაიბადა გლეხის ოჯახში, წერა-კითხვა თავისით შეისწავლა, ასევე მეწაღეობა და სურათების გადაღება. სხვა განათლება არ გააჩნდა. 1905 წელს სენაკის ხელოსნებთან ერთად მონაწილეობდა პოლიტიკურ გამოსვლებში, ამიტომ წელიწადნახევრით რუსეთის ჩრდილოეთში გადაასახლეს. საქართველოში დაბრუნებული წერა-კითხვას ძლივს ახერხებდა, თუმცა ამხანაგებს სცენაზე გამოსვლას თხოვდა, რადგან ხალხისთვის ხმა სცენიდან მიეწვდინა. მსახურობდა ზუგდიდის სცენაზე. მისი შესრულებული როლებია: სესია "ბატონი და ყმაში", პეტუა "ციმბირელში" და სხვ. ამავე დროს იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი. 1918 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას გამოეხმაურა იმდროინდელი სახელოვნებო ჟურნალი "თეატრი და ცხოვრება". 1919 წელს ზუგდიდის სცენისმოყვარე ამხანაგებმა განსვენებულის წლის თავზე დადგეს "ბატონი და ყმა". შემოსავლის ნაწილი ჟურნალს "თეატრი და ცხოვრება" გადაეცა, ნაწილი კი მისი ქვრივი დის ოჯახს. სცენისმოყვარე. 

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.360

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი

გააზიარე: