The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სიდამონ-ერისთავი

გიორგი სიდამონ-ერისთავი
დაბადების თარიღი:26 აგვისტო, 1865
გარდაცვ. თარიღი:23 იანვარი, 1953  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

უმაღლესი იურიდიული განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო.

1890 წლიდან მუშაობდა პეტერბურგის სასამართლოში. 1917 წელს დროებითმა სამმართველომ პეტერბურგის მილიციის მთავარ იურისტკონსულტანტად დანიშნა, მალევე კი ქალაქის მილიციის უფროსად. 1917 წლის ივნისში მცირე ხნით შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. იყო პეტერბურგის სამხატვრო საზოგადოების წევრი. 1918 წლის სექტემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ სოხუმის საგანგებო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა. 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მუშაობდა სისხლის სამართლის საკასაციო დეპარტამენტში. 1920 წლის ნოემბერს დამფუძნებელმა კრებამ სენატორის უფლებამოსილება შეუწყვიტა. ცხოვრობდა ემიგრაციაში, საფრანგეთში. საზოგადო მოღვაწე, მეცენატი. გარდაიცვალა ქ. გრენობლში (საფრანგეთი). 

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.400-401; wikiwand.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის ადვოკატების კავშირი საფრანგეთში, წევრი (1921-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატი, წევრი

გააზიარე: