შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეოდორ სპადე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვინდავა, ლატვია. დაამთავრა რიგის პოლიტექნიკუმი, სანკტ-პეტერბურგის კადეტთა კორპუსი და საფრანგეთის საზღვაო აკადემია. I მსოფლიო ომის პერიოდში საზღვაო ოფიცრის რანგში მსახურობდა შავ ზღვაში დისლოცირებულ სამხედრო-საზღვაო ფლოტში, რომელიც ექვემდებარებოდა ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ ამიერკავკასიის, ბოლოს კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას. ბათუმის მართლმადიდებელ ეკლესიაში ჯვარი დაიწერა ნადეჟდა შველიძეზე (1917). მეთაურობდა ნაღმზიდს, აგრეთვე ჩქარმავალ კატერთა რაზმს. ქართველ მეზღვაურთა ნაწილთან ერთად ტყვედ ჩაუვარდა საქართველოში შემოჭრილ ოსმალეთის იმპერიის არმიას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი ტერიტორია მიიტაცა (1918). ექვსი თვე გაატარა ტყვეობაში, საიდანაც თავისმა მეუღლემ გამოისყიდა. 1920 წელს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მსახურობდა ლატვიის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალებში, რომელსაც 1931-1940წწ. ადმირლის რანგში ხელმძღვანელობდა. დაჯილდოებულია ლატვიის, საფრანგეთის, შვედეთის, პოლონეთის, ლიტვისა და ესტონეთის საპატიო სახელმწიფო ჯილდოებით. მისი მეუღლე ნ. შველიძე (გარდაიცვალა 1937 წელს) დიდ თანადგომას იჩენდა ლატვიაში მცხოვრებ ქართველთა საზოგადოების მიმართ. სსრკ-ის შეიარაღებული ძალების მიერ ლატვიის ოკუპაციის (1940) შემდეგ დააპატიმრეს. 1954 წელს, გათავისუფლების შემდეგ, გადაასახლეს ყაზახეთის ქ. თემირტაუში, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. 2014 წლის ნოემბერში, ლატვიის პრეზიდენტ იანის ბერზინშის ოფი-ციალური ვიზიტისას, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საზეიმოდ გაიხსნა მემორიალური დაფა, რომელსაც ქართულ და ლატვიურ ენებზე აწერია: "ლატვიის სამხედრო ფლოტის ადმირალს თეოდორ სპადეს (1891-1970) საქართველოს სამხედრო ფლოტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის". საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცერი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.415; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ru.wikipedia.org
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |