The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მურად მთვარელიძე

მურად მთვარელიძე
Date of birth:22 July, 1953  (71 years)
Category:Writer, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1978 წელს.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო გასული საუკუნის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან. მისი ლექსები და გამოკვლევები იბეჭდებოდა ალმანახებსა და ჟურნალებში: "პირველი სხივი", "სათავე", "ცისკარი", "მაცნე" და სხვა; ასევე სხვადასხვა პერიოდულ გამოცემასა და პრესის ფურცლებზე. 2011 წელს მონაწილეობდა იუნესკოს ხელოვნების, ლიტერატურის და მეცნიერების კლუბის II საერთაშორისო ლიტერატურულ კონგრესში საბერძნეთის რესპუბლიკის ქალაქ ატალანტში. მისი ნაწერები თარგმნილია უკრაინულ, ინგლისურ, სომხურ, ბერძნულ ენებზე. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1997 წელს - სადოქტორო დისერტაცია. არის ეღიშე ჩარენცის სახელობის პრემიის მფლობელი (2007), ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის პრიზიორი (2012), საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლობის, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს მიერ მინიჭებული აქვს "ქართველ რაინდთა წოდება" (2006), ქართულ-უკრაინული ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოებულია უკრაინის რესპუბლიკის საელჩოს საპატიო სიგელით (2013).

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 224

Member of Organizations

  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2001-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2004-)

Awards and Honors

  • 2017 - ქ. ხაშურის საპატიო მოქალაქე (2017-)
  • 2013 - აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
  • 2013 - დიმიტრი ყიფიანის სახელობის მედალი
  • 2003 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
  • 1999 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: