შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ბარქაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს. 1978-1981წწ. ქუთაისის კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი; 1981-1982წწ. ქუთაისის ავტოქარხნის საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1982-1991წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში, სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ სამმართველოს უფროსი; 1991-1992წწ. სამედიცინო ინფორმატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე - სამედიცინო სამსახურის უფროსი; 1992-1994წწ. ჯანდაცვის სამინისტროს სამმართველოს უფროსი, შემდეგ მინისტრის მოადგილე; 1994-1995წწ. კურორტის მართვის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ეკონომიკის რეფორმების შტაბის უფროსი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №59 ქუთაისის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში; სამედიცინო ფაკულტეტის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, სამედიცინო სამართლის კურსის ხელმძღვანელი; 2000-2005წწ. ტოქსიკოლოგიის ეროვნული საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე; 2005-2006წწ. ქუთაისის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2006-2008წწ. აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის სამედიცინო საქმიანობის მართვის დეპარტამენტის უფროსი. ჯანდაცვის ორგანიზაციის უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ქუთაისში ერთ-ერთ ქუჩას მინიჭებული აქვს მისი სახელი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 84; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.207 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |