The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ბარქაია

კონსტანტინე ბარქაია
Date of birth:11 June, 1951
Date of death:30 May, 2008  (at 56 years)
Category:Medical Doctor, Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს.

1978-1981წწ. ქუთაისის კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი; 1981-1982წწ. ქუთაისის ავტოქარხნის საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1982-1991წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში, სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ სამმართველოს უფროსი; 1991-1992წწ. სამედიცინო ინფორმატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე - სამედიცინო სამსახურის უფროსი; 1992-1994წწ. ჯანდაცვის სამინისტროს სამმართველოს უფროსი, შემდეგ მინისტრის მოადგილე; 1994-1995წწ. კურორტის მართვის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და  ეკონომიკის რეფორმების შტაბის უფროსი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №59 ქუთაისის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში; სამედიცინო ფაკულტეტის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, სამედიცინო სამართლის კურსის ხელმძღვანელი; 2000-2005წწ. ტოქსიკოლოგიის ეროვნული საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე; 2005-2006წწ. ქუთაისის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2006-2008წწ. აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის სამედიცინო საქმიანობის მართვის დეპარტამენტის უფროსი. ჯანდაცვის ორგანიზაციის უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ქუთაისში ერთ-ერთ ქუჩას მინიჭებული აქვს მისი სახელი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 84; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.207

Member of Organizations

  • მედიკოს-სოციალური კავშირი "კავკასიის მედიკოსი", პრეზიდენტი
  • საქართველოს მე-4 მოწვევს პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის საკითხთა ქვეკომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1995-1999)
  • საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, პრეზიდიუმის წევრი

Awards and Honors

  • 1994 - ღირსების ორდენი
  • 1975 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • ქუთაისის საპატიო მოქალაქე

Share: