The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკანდრო ბასილაია

ნიკანდრო ბასილაია
დაბადების თარიღი:14 ივნისი, 1906
გარდაცვ. თარიღი:15 აგვისტო, 1986  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. 
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1924 წელს.

1924 წელს დაიწყო მუშაობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსებიდან 1969 წლამდე ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას, ხოლო მისი გაყოფის შემდეგ სამი წელი ქართული ენის კათედრას ედგა სათავეში; 1940-1947წწ. იყო სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო-სამეცნიერო დარგში; ავტორია მრავალი ნაშრომისა, მათ შორის 11 წიგნისა, რომელთაგან აღსანიშნავია "ქართული ლიტერატურა" (სახელმძღვანელოები არაქართული სკოლების VII-IX კლასებისათვის), სოხუმი 1945-1946 წწ. და სხვა. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

წყარო: ქართული ენა : ენციკლოპედია.-თბ., 2008.-გვ.75

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: