The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვინფრიდ ბედერი

ვინფრიდ ბედერი
ოფიციალური სახელი:ვინფრიდ ბოედერი
დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1937
გარდაცვ. თარიღი:24 დეკემბერი, 2023  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: გერმანია.

სწავლობდა ფრაიბურგისა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში.

1967 წელს გახდა ჰამბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი; 1972 წლიდან ოლდენბურგის უნივერსიტეტის პროფესორია.
ჰამბურგში იგი დაინტერესდა ქართული ენით. მისი მასწავლებელი იყო ნიკოლოზ ჯანელიძე, რომელიც ომამდე გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა; 30-ზე მეტი წელია, იკვლევს ქართული და სხვა ქართველური ენების პრობლემებს; მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია: "ქცევა ქართულში" (1979), რომელშიც ბევრი სიახლე არის შენიშნული ქართული ზმნის ამ უაღრესად საყურადღებო კატეგორიის შესახებ; "და კავშირის ხმარების შესახებ ძველ ქართულ სალიტერატურო ენაში" (1983), სადაც ყურადღება არის გამახვილებული და კავშირის გამოყენების არაერთ სპეციფიკურ შემთხვევაზე. 1975 წელს ჰამბურგში დაიბეჭდა ვ. ბოედერის საყურადღებო გამოკვლევა "ქართული ანბანის ანალიზისათვის". მან განავითარა ჯერ კიდევ ივანე ჯავახიშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრება ქართული გრაფემების გეომეტრიული პრინციპის მიხედვით აგების შესახებ და იგი საკმაოდ მწყობრ სისტემად წარმოადგინა; სპეციალური გამოკვლევები უძღვნა ქართულის, სვანურის სინტაქსის საკითხებს; არის ტექსტის ლინგვისტიკის ნამდვილი ვირტუოზი. შთამბეჭდავია მისი გამოკვლევები ძველი ქართულის პუნქტუაციური სისტემის, დაქარაგმების წესების შესახებ. გერმანელი მეცნიერი დაინტერესებულია ქართული ხალხური ეპოსის საკითხებით; მსოფლიოში აღიარებული ქართველოლოგია; მისი ძირითადი სპეციალობა ანგლისტიკაა; ასწავლის ინგლისურ ენას, მის ისტორიას, ზოგად ენათმეცნიერებას.
წყარო: ქართული ენა : ენციკლოპედია.-თბ., 2008.-გვ.78; ქართული პრესის ელექტრონული არქივი: www.opentext.org.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: