Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კლოდ სტოკსი![]()
Biographyდაბადების ადგილი: მუსორიე, ინდოეთი. განათლება წმინდა ჯონის სკოლაში და სანდჰურსტის სამეფო სამხედრო აკადემიაში მიიღო. 1895 წლიდან მსახურობდა ბრიტანეთისა არმიის ინდოეთის ნაწილებში. 1907-1911წწ. იყო დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშე თეირანში და დახმარებას უწევდა პრობრიტანულ პოლიტიკურ ძალებს. პირველი მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის ინდოეთის სამხედრო ნაწილებს. პირველი მსოფლიო ომის დასასრულს ხელმძღვანელობდა ბაქოში განლაგებული ბრიტანეთის არმიის ნაწილებს. 1920 წელს ამიერკავკასიაში ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, ოლივერ უორდროპის, გადადგომის შემდეგ ეს პოსტი პოლკოვნიკმა სტოკსმა დაიკავა. 1920 წლის 28 სექტემბერს ახლად დანიშნული უმაღლესი კომისარი თბილისში ჩამოვიდა, მას დახვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კ. საბახტარაშვილი და სამხედრო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გენერალი ალ. გედევანიშვილი. თბილისში პოლკოვნიკ სტოკს შეხვდა იმხანად თბილისში მყოფი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მაკდონალდი და საქართველოს დახმარება სთხოვა. მალევე სტოკსი ნოე ჟორდანიას შეხვდა და დადებითი განწყობა არ დამალა საქართველოსადმი. მის მიერ ლონდონში გაგზავნილი ანგარიშები აშკარა პროქართული ხასიათისაა. 1921 წლის თებერვლამდე ასრულებდა უმაღლესი კომისრის მოვალეობას. საბჭოთა რუსეთის მიერ ამიერკავკასიის ოკუპაციის შემდეგ დაუბრუნდა ინდოეთის არმიას. 1931-1940წწ. იყო ბრიტანეთის ვიცეკონსული ნიცაში, საფრანგეთში. დიდი ბრიტანეთის ინდოეთის არმიის ოფიცერი, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი სამხრეთ კავკასიაში. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.419-420
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |