Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ერასტი ტოროტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქუთაისის მაზრა. ელემენტარული განათლება ოჯახში მიიღო. წლების განმავლობაში მუშაობდა ასოთამწყობად სხვადასხვა ქართულ სტამბაში. ადრეული ასაკიდან შეუერთდა სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიას. ე. ტო-ძეს ფსევდონიმით, მუშათა პრობლემების შესახებ წერილებს აქვეყნებდა პარტიულ პრესაში. 1918 წელს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ დაასახელა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო ეროვნული საბჭოს მუშათა საკითხების კომისიის წევრი. დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურ საქმიანობას ეწეოდა პროფკავშირების ცენტრალურ საბჭოში. აქვეყნებდა სტატიებს გაზეთ "სახალხო საქმეში". იყო გამომცემლობა "სახელმწიფო გამომცემლობის" (1921), შემდგომში "სახელგამი", ხოლო 1965 წლიდან - "საბჭოთა საქართველოს" დამაარსებელი და დირექტორი. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება. სოციალისტ-ფედერალისტი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.426 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |