შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის უვაროვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ურალსკი, ყაზახეთი. 1895-1903წწ. სწავლობდა ურალსკის სამხედრო რეალურ სასწავლებელში; 1904 წელს ჩააბარა უმაღლეს სამთო სასწავლებელში, ეკატერინოსლავში; 1906 წელს დაიწყო სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, რომელიც 1910 წელს დაამთავრა ზოოლოგის ხარისხით. პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სამხრეთ კავკასიაში, ძირითადად, საქართველოში. იგი იყო საქართველოს მუზეუმის (ძველი კავკასიის მუზეუმი) ენტომოლოგი. 1919 წლის ოქტომბრიდან სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობით დაიწყო მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობაზე. 1920 წელს უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს დავალებით ბაქოში გაემგზავრა ენტიმოლოგიის კოლექციის შესაფასებლად და შესაძენად. 1920 წელს სამუდამოდ წავიდა ინგლისში. ენტომოლოგი, ზოოგეოგრაფი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.430; old.ihst.ru ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |