შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეპი ბოჭორიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. იყო ცნობილი რუსულენოვანი სპორტული ჟურნალისტი, რომელმაც საბჭოთა კავშირში ერთ-ერთმა პირველმა დაწერა ბეისბოლზე; მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მაღალტირაჟიანი, მთავარი რუსულენოვანი სპორტული გაზეთის, "სოვეტსკი სპორტის", ერთ-ერთი პირველი უცხოელი კორესპონდენტი; თანამშრომლობდა გაზეთ "ლელოსთან"; ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟის სახელი (პეპი) "მოლოდიოჟ გრუზიის" რედაქციაში დაიმსახურა; 1992 წლიდან ცხოვრობს კანადაში; 1997 წელს დაიწერა მისი პირველი რომანი "ჟუჟუნა წვიმა"; მან დაამკვიდრა რომანის ახალი ჟანრი, - Roman stenographiuque (სტენოგრაფიული რომანი), რომელიც დახვეწილი, მოკლე ფრაზებით და იუმორით უნდა შეიქმნას. ამ სტილითაა შექმნილი მისი ყველა ნაწარმოები ("მამაჩემის თავი", "ჯადოსნური მალამო", "ჩემი ტკბილი ბებრუცუნები", "ოპერა", "ჟუჟუნა წვიმა", "მშვენიერი ცხოვრება", "მხოლოდ ლოდინი და ყურება", "ფაინა, ანუ როიალის ამბავი", "სოვკი"); მის რომანებს იცნობენ შესანიშნავი ფრანგული თარგმანის წყალობით. არსებობს მისი რამდენიმე ნაწარმოების იტალიური, რუმინული, პორტუგალიური, ჩეხური და ქართული თარგმანები; მიღებული აქვს წლის საუკეთესო რეპორტიორის პრემია (1988), სახელმწიფო ჯილდო ჟურნალისტიკაში - "მოკლე სტატია" (1988), ფესტივალ "რუსოფონიას" პრიზი მოთხრობების კრებულის - "მამაჩემის თავის" რუსულიდან ფრანგულად თარგმნისთვის (2012), მეთერთმეტე საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსი "რუსული პრემია"- ნომინაცია "მცირე პროზის" გამარჯვებული (2016). კანადაში მცხოვრები რუსულენოვანი ქართველი მწერალი. წყარო: წარმოგიდგენთ ემიგრანტ მწერალს ელენე პეპი ბოჭორიშვილს.-თბ.,2016.-88გვ.; armuri.georgianforum.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |