The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანტონ კიზირია

ანტონ კიზირია
Date of birth:8 January, 1914
Date of death:6 December, 1986  (at 72 years)
Category:Linguist, Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კოდორი, აბაშის რაიონი.

დაამთავრა სენაკის პედაგოგიური ტექნიკუმის დამთავრების 1931 წელს; შემდეგ დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1937 წელს; თსუ ასპირანტურა ქართული ენის განხრით (1941).

1931 წელს მუშაობა დაიწყო სოფელ წყემის არასრულ საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1941 წლიდან იწყებს ლექციების კითხვას თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე; 1943 წელს მუშაობს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ჯერ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 1945 წლიდან უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1945–1955 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათდერის დოცენტი; 1943 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისში, ქუთაისსა და თელავში. იკვლევდა ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიულ საკითხებს, ძირითადად - ქართველური ენების სინტაქსის პრობლემებს; საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი; ავტორია 6 წიგნისა და რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატიისა; ეწეოდა ნაყოფიერ საზოგადოებრივ საქმიანობას, მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები; 1941 წელს იცავს საკანდიდატო დისერტაციას თემაზე: მართვა-შეთანხმების საკითხები ძველ ქართულში; საყოველთაო აღიარება მოუტანა ვრცელმა მონოგრაფიებმა: მარტივი წინადადების შედგენილობა ძველ ქართულში (1969); ავტორია ვრცელი გამოკვლევისა "ზანური ენა"; აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ტომების მასალათა შემზადებაში; იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილებასთან არსებული ქართული ენის პრობლემური სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოების, აგრეთვე, ბაქოს პედაგოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი; ავტორია 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთაგან 6 მონოგრაფიაა და ერთი სახელმძღვანელოა უმაღლესი სასწავლებლებისათვის (ქართული ენა პრაქტიკუმი); ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1969).

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.271; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 22

Awards and Honors

  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: