Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ჩიგოგიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს. 1976-1977 წლებში იყო ქ. თბილისის მე-2 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი-ინტერნი; 1978-1979 წლებში ქარელის რაიონის დაბა აგარის ზოგადი ქირურგი; 1979-1981 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ინსტიტუტის ხელოვნური თირკმლის განყოფილების უროლოგად, 1983 წლიდან განყოფილების გამგედ, 1990-1991 წლებში იყო განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1992-2005 წლებში ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი. 1998 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის უროლოგიის კათედრის გამგის მოადგილე, 2000-2005 წლებში ამავე უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ.-თბ.,2012.-გვ.182; ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი: urologycenter.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.108 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |