შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანაიდა ბოსტანჯიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მიხეილ ნალბანდიანის სახელობის გიუმრის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სომხური ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1975 წწ. მუშაობდა მასწავლებლად კალინინის რაიონში; 1975 წელს დაბრუნდა თბილისში და მუშაობა დაიწყო გამომცემლობა "მერანში", ჯერ კორექტორად და რედაქტორად, ხოლო შემდეგ მთავარ რედაქტორად; ამავე პერიოდში ხელმძღვანელობდა თბილისის ალ. პუშკინის სახელობის ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრას; დაკავებული იყო ჟურნალისტური მოღვაწეობითა და მთარგმნელობითი სამუშაოებით; 1994 წლიდან იყო გაზეთ "ვრასტან"-ის რეპორტიორად; 2007 წლიდან ლიტერატურულ-კულტურულ არასამთავრობო ორგანიზაციის "ხიდის" წევრია; მან ქართულიდან სომხურად თარგმნა თამაზ ჭილაძე, ვაჟა-ფშაველა, გრიგოლ რობაქიძე, რევაზ მიშველაძე, არჩილ სულაკაური, გრიგოლ აბაშიძე, ირაკლი სამსონაძე და სხვ.; ხოლო სომხურიდან ქართულზე ოქრო ოქროიანი, სონა ვანი, ვარდან აკოფიანი, ავიკ დერენცი, სამველ მარგარიანი და სხვ.; გამოქვეყნებული აქვს 500-ზე მეტი წიგნი; იყო აქვს ქართული კულტურის დესპანი; სომხეთიის რესპულკიდან მიღებული ჯილდოები: მოვსეს ხორენაცის მედალი, ლიტერატურული ღვაწლისთვის 2 ოქროს მედალი, საგამომცემლო ღვაწლისთვის ჰაკობ მეღაპარტის მედალი, მთარგმნელობითი მოღვაწეობისთვის – უმაღლესი პრემია "კანდელი" და სხვა ბევრი. თარგმნიდა ქართულ, რუსულ, ინგლისურ და სპარსულ ენებზე. წყარო: dalma.news; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.166 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |