Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკა ანთიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1996 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს. 1991-2002წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კვლევის ცენტრის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სამხედრო საქმის წარმოების ინსპექტორი; 2002-2004წწ. წლებში საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი; 2005-2007წწ. კულტურული მემკვიდრეობის სამართლის ლექტორი თბილისის სამხატვრო აკადემიის, რესტავრაციის, ხელოვნებისა და თეორიის ფაკულტეტზე; 2009 წლიდან სამინისტროსთან არსებული "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს" არქეოლოგიური სექციის წევრია; "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩატარებული, არქეოლოგიური სამუშაოების მიმღები კომისიის" თავმჯდომარის მოადგილე; 2007 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, "მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის" თავმჯდომარის მოადგილე; 2004-2009წწ. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, მონიტორინგისა და პრევენციული კონსერვაციის სამმართველოს უფროსი; 2009-2011წწ. იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაცული ტერიტორიებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი; 2011-2013წწ. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი; 2013-2014წწ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექციის უფროსი; 2014 წლიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორი. 2005 წელს მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სერტიფიკატი — "International visitor leadership program of the United States Department of State" "Historic preservation in the U.S", ხოლო 2008 წელს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული, დსთ-ს ქვეყნებთან ტექნიკური თანამშრომლობის ფონდის სერტიფიკატი - "Maintenance and Restoration of Monuments". წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდი: heritagesites.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |