| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ერემო ქარელიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ქარელი. მისი პირველი პუბლიცისტური წერილები პერიოდიკაში 1927 წელს გამოქვეყნდა; წლების მანძილზე მუშაობდა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" განყოფილების გამგედ და მთავარი რედაქტორის მოადგილედ, გურჯაანის საშუალო სკოლის დირექტორად, ჟურნალ "ჩვენი თაობის" განყოფილების გამგედ; ჟურნალ "მნათობის" პასუხისმგებელ მდივნად, საბლიტგამის მთავარ რედაქტორად, გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" პასუხისმგებელ მდივნად, ალმანახ "თეატრალური საზოგადოების სარედაქციო-საგამომცემლო განყოფილების გამგედ; სისტემატურად იბეჭდებოდა სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში, გამოდიოდა ცალკე წიგნებად; მან საფუძვლიანად შეისწავლა და გააანალიზა მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსთა ცხოვრება და შემოქმედება, საინტერესო წერილები და მონოგრაფია უძღვანა ნიკოლოზ ბარათაშვილს, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს, ალექსანდრე ყაზბეგს, ნიკო ლომოურს, ეკატერინე გაბაშვილს, იროდიონ ევდოშვილს, შიო მღვიმელს და სხვ.; ცნობილია მისი ვრცელი ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიები ქართული მწერლობის ისეთი გამოჩენილ წარმომადგენლებზე, როგორებიც არიან მიხეილ ჯავახიშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი, იოსებ გრიშაშვილი, გალაკტიონ ტაბიძე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი. ტ. 1, ა - დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ., 2018.-გვ.224; ერემია ქარელიშვილი : მწერალი და კრიტიკოსი, 1908-1994 : ნეკროლოგი // ლიტერატურული საქართველო.-თბილისი, 1994.-16-23 დეკემბერი.-N 49.-გვ. 16 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

