The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბენო ქაშაკაშვილი

ბენო ქაშაკაშვილი
ოფიციალური სახელი:ბენედიქტე ქაშაკაშვილი
დაბადების თარიღი:9 მარტი, 1964  (61 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1985 წელს; თბილისის სახელმწიფო უცხო ენათა ინსტიტუტი 1990 წელს; ბიზნეს სკოლა (აშშ) 1988 წელს; რუსეთის სამთო ინსტრუქტორთა სკოლა 1988 წელს.

1986-1992წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მარტენის საამქროში, ქარხნის სამმართველოში; 1992-1995წწ. იყო რუსთავის მერიის უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების გამგის მოადგილე, ვიცე მერი, ვიცე-პრემიერი; 1999-2000წწ. რამდენიმე ფოტო-გამოფენის ავტორი (1999-2000); ოპერატორი დოკუმენტური ფილმებისა (1998); 1984-1986წწ. დაჯილდოვებულია საქართველოს მეკლდეურთა ჩემპიონატის პრიზებით; 1986-1999წწ. სსრკ შეიარაღებული ძალების და ევრაზიის ტექნიკურ, კედლოვან და სასიმაღლო ასვლებში ჩემპიონატების ოქროს მედლითა და სხვა ჯილდოებით; ნეპალის მთავრობის სიგელი (2000) I კატეგორიის სამთო გიდი, საგანგებო სიტუაციების სერტიფიცირებული სამთო მაშველი (1988); კავკასიონის, პამირის, ტიან-შანის, ალასკის, ჰიმალაის მთიანეთში ურთულესი ასვლების მონაწილე (სულ - 100-ზე მეტ მწვერვალზე); ორგანიზატორი რამდენიმე ექსპედიციისა (ევერესტის ექსპედიცია). მთამსვლელი, ინჟინერ-მეტალურგი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, სამთო ინსტრუქტორი, მაშველი. შესულია გინესის წიგნში (1999).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფოლადის დნობისა და ღუმელგარეშე ლითონის ინერტული აირით დამუშავების ტექნოლოგიის შემუშავება", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.468; sportall.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.194

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეკლდეურთა ფედერაცია, ვიცე-პრეზიდენტი (2000-)
  • საქართველოს მთამსვლელთა, მეკლდეურთა ასოციაცია, პრეზიდენტი (1993-)
  • შვეიცარიის ალპინიზმის საერთაშორისო ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
    1999 წლის 12-26 მაისს, პირველად საქართველოს ისტორიაში, მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე -ევერესტზე ურთულესი მარშრუტით ასვლისას გამოჩენილი გამბედაობის, გულადობისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის, ალპინიზმის პოპულარიზაციისა და ქართული ალპინისტური სკოლის საერთაშორისო სარბიელზე წარმოჩენაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის
  • 1999 - ღირსების ორდენი

გააზიარე: