The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ფიგუროვსკი

დაბადების თარიღი:1865
გარდაცვ. თარიღი:1940  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა ვარშავის უნივერსიტეტი 1893 წელს.

1895-1907 და 1912-1921 წლებში მუშაობდა თბილისის ფიზიკურ ობსერვატორიაში. მისი შრომები ძირითადად ეხება კავკასიის კლიმატოლოგიის საკითხებს. პირველმა შეიმუშავა კავკასიის ჰავის დეტალური კლასიფიკაცია, და მოგვცა მისი კლიმატური დარაიონება (1903-1905). 1919-1921 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. კლიმატოლოგი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1921).

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.439


გააზიარე: