The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოლია ქარცივაძე

კოლია ქარცივაძე
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ქარცივაძე
დაბადების თარიღი:1884
გარდაცვ. თარიღი:9 ივლისი, 1937  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გოგიეთი, ოზურგეთის მაზრა.

ეკუთვნოდა "ალიონელ-ავტონომისტთა" ჯგუფს. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 1920 წელს იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა არალეგალურ საქმიანობაში. იყო საქართველოს დამოუკიდებლობის პარიტეტული კომიტეტის წევრი (1922) და თავმჯდომარე (1923 წლიდან). დაპატიმრებული იყო ჩეკას მიერ (1923, 1924), შემდგომ კი - გადასახლებული (1934 წლამდე). მესამედ დააპატიმრეს 1937 წლის იანვარში. დაპატიმრებისას მუშაობდა საქართველოს სსრ ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის საგეგმო სექტორის უფროს ეკონომისტად. საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სპეციალურმა სესიამ გაასამართლა 58-ე მუხლით და მიუსაჯა დახვრეტა. მისი მეუღლე თამარ შარაშიძე შუა აზიაში გადაასახლეს. რეაბილიტირებული იყო 1958 წელს. პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. 

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.454-455

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-1921)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი (1917-1918)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი (1904-1925)

გააზიარე: