შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ქუთათელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხონი, ქუთაისის გუბერნია. დაწყებითი განათლება მშობლიურ ხონში მიიღო. შემდგომში სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც 1893 წელს დაასრულა. 1891 წელს მასწავლებლის შეურაცხყოფის გამო გარიცხეს გიმნაზიიდან. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1901-1905წწ. მუშაობდა თბილისის ოლქის ნაფიც ვექილთა კორპორაციაში. 1914 წელს გაიწვიეს ჯარში, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1918 წელს დაბრუნდა სამშობლოში. მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა დაწესებულებაში გამომძიებლად, მიწათმოქმედების სამინისტროს იურისკონსულტანტად. 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მუშაობდა სენატის სამოქალაქო დეპარტამენტის ადმინისტრაციულ განყოფილებაში. 1920 წლის დეკემბერში დაინიშნა იუსტიციის მინისტრის, რაჟდენ არსენიძის, მოადგილედ. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.459 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |