შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ქაჯაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრო ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1963 წელს. 1964-1966წწ. იყო რეზინის ტექნიკურ ნაკეთობათა საამქროს უფროსი; 1966-1967წწ. ტექნიკური კონტროლის უფროსი; წარმოების უფროსი; 1967-1980წწ. მთავარი ინჟინერი; 1980-1984წწ. ლითოფინის ქარხნის დირექტორი; 1984-1991წწ. აღმასკომის თავმჯდომარის I მოადგილე, ტერიტორიულ დარგთაშორისო გაერთიანების უფროსი; 1991-1992წწ. პრეფექტის მოადგილე; 1992-1993წწ. გამგეობის თავმჯდომარე; 1995-1999წწ. ეკონომიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1999 წლიდან რწმუნებულის პირველი მოადგილე. 2005 წლიდან იმერეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი. გამოქვეყნებული აქვს 20 სამეცნიერო ნაშრომი, 4 სტატია და ერთი მონოგრაფია. ინჟინერ-ტექნოლოგი, აკადემიკოსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვა ლითონების წარმოებაში". წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.469; საზოგადოება "ქუთაისელი": facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |