Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ ქიძინიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1982 წელს. 1982-1983წწ. ბათუმის სახლსაშენი კომბინატის საყალიბო საამქროს ოსტატი; 1983-1985წწ. ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი; 1985-1986წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების უფროსი რეფერენტი; 1987-1990წწ. ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს წევრი; 1991-1992წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ორგანიზატორი; 1992-1993წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კონტროლის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 1993-1996წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან არსებული საკოორდინაციო ეკონომიკური საბჭოს პროექტებისა და წინადადებების ექსპერტიზის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1997-1998წწ. "კასპიან ტრანს" საერთაშორისო კომპანიის ნავთობის გადაზიდვებისა და გადატვირთვის მენეჯერი; 2000 წლიდან საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კომპანიის "ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის" პროექტის ექსპერტი; 2004 წლიდან წინააღმდეგობრივი მოძრაობა "დემოკრატიული აჭარა"-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს წევრი; 2004-2008წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; 2009-2010წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან არსებული სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2010-2012წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან არსებული სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე; 2013 წლიდან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციის უფროსი. საქართველოს სამგზის ჩემპიონი ბაიდარით ნიჩბოსნობაში. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.469; batumi.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |