შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ გეგელია
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1997-2007 წწ. სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში; 2007-2009 წწ. სწავლა განაგრძო ლონდონში, ილინგისა და დასავლეთ ლონდონის კოლეჯში; 2009-2012 წწ. სწავლობდა ინგლისის ერთერთ მოწინავე ბრისტოლის უნივერსიტეტში, ისტორიის ბაკალავრიატზე; 2012-2013 წწ. University College London-ისა და Quen Mary London-ის სამაგისტრო პროგრამაზე "პოლიტიკური აზრის ისტორია და ინტელექტუალური ისტორია," რომელიც პირველი კლასის დიპლომით დაასრულა. ბრიტანეთის შემდეგ, გეგელიამ კვლევა განაგრძო ფლორენციაში, ევროპული კავშირის მიერ დაფუძნებულ European University Institute-ში, ისტორიისა და ცივილიზაციის სადოქტორო პროგრამაზე. ეწევა აკადემიურ საქმიანობას რამდენიმე ქართულ უნივერსიტეტში. არის კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი და მოწვეული ლექტორი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სახელმწიფო ინსტიტუტში. გ. გეგელია არის დამოუკიდებელი პოლიტიკური კომენტატორი. იგი ხშირად აკრიტიკებს ქართული პოლიტიკური ელიტის მიერ წარმოებულ პოლიტიკას. ქართველი პოლიტიკოსი და პოლიტიკის ისტორიკოსი. წყარო: netgazeti.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |