Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ალექსიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1983 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ფერწერის სპეციალობით 1990 წელს (პედაგოგი ნიკოლოზ იგნატოვი). 1993-1995 წწ. სტაჟირებას გადიოდა იტალიაში, ვენეციის სამხატვრო აკადემიასა და უნივერსიტეტ "კაფოსკარში" თანამედროვე ხელოვნების სპეციფიკით; გაფორმებული აქვს რამდენიმე მხატვრული ნაწარმოები; მონაწილეობა აქვს მიღებული ქართულ შოტლანდიურ შემოქმედებით პროექტში ქალაქ გლაზგოში; 2001 წელს გააფორმა ალტერნატიული სპექტაკლი "მიმიკრია" თეატრალურ სარდაფში; მონაწილეობდა თბილისის საერთაშორისო ფესტივალ ’"საჩუქარის" ორგანიზებაში; 2006 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში; ამ პერიოდში მონაწილეობდა რომულდო დულბინკოს ფონდის მიერ ორგანიზებულ ვორქშოპებში; მონაწილეობა მიიღო სამხატვრო აკადემიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო გამოფენებში ირანში, თურქეთში, იტალიაში; ასევე მონაწილეობა მიიღო სტუდენტებთან ერთად ლიეჟის ხელოვნებისა და ისტორიის საერთაშორისო ფორუმში, ლუქსემბურგის ხელოვნებისა და ისტორიის საერთაშორისო ფორუმში; სამხატვრო აკადემიაში მუშაობისას მის მიერ ორგანიზებული იყო სტუდენტთა არაერთი გამოფენა და შემოქმედებითი პროექტი; პარალელურად იგი მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა საერთაშორისო თუ რეგიონალური მნიშვნელობის გამოფენებში და პროექტებში. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, დეკანი. წყარო: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ვებგვერდი: art.edu.ge; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 142-143
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |