The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან ბაქრაძე

რომან ბაქრაძე
დაბადების თარიღი:4 აგვისტო, 1939  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს და ასპირანტურა 1970 წელს.

1962-1964წწ. თბილქალაქპროექტის უფროსი ინჟინერი; 1968-1970წწ. ტრესტ საქსანტექმონტაჟის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; თბილქალაქპროექტის ინჟინერი (1970); 1972-1974წწ. პროექტპრომვენტილაციის თბილისის განყოფილების ჯგუფის უფროსი; 1974-1976წწ. ტრესტ საქსანტექმონტაჟის სამშენებლო-სარემონტო ლაბორატორიის უფროსი; 1976-1978წწ. ხორცისა და რძის მრეწველობის სამინისტროს საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროს კომპლექტაციის განყოფილების უფროსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1978-1986წწ. მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს მთავარსოფლწყალმომარაგების სამმართველოს უფროსი; 1986-1996წწ. საქმთავარმონტაჟსპეცმშენის მონტაჟთერმონაკეთობათა სამმართველოს უფროსი; 1996-1999წწ. შპს მონტაჟთერმონაკეთობის დირექტორი. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტის და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი; მცირე და საშუალო ბიზნესში არსებული პრობლემების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისის, ცალკეული თანამდებობის პირების ქმედებათა კანონირების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი (1999-2004). მშენებელი ინჟინერი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 86

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2003)

გააზიარე: