შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი შიხიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის მართვის და ეკონომიკის ფაკულტეტი, ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაციით 1996 წელს. 1992-1993წწ. იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეც-დანიშნულების დივერსიული ასეულის მეთაური (მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საომარ მოქმედებებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში; 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყარა სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად ("მრეწველობა გადაარჩენს საქართევლოს"); 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამგორის რაიონის მაჟორიტად დეპუტატად იყარა კენჭი (ბლოკი "ახალი მიმარჯვენეები"); 2004 წლის დეკემბრიდან 2008 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილედ; 2008 წლის ნოემბრიდან 2010 წლამდე მუშაობდა თბილისის მერიის სამობილიზაციო - საიდუმლო სამსახურის უფროსის მოადგილედ; 2010 წლის მაისიდან არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი; 2012 წლის 11 ოქტომბრიდან ფრაქცია "თავისუფლება"-ს თავმჯდომარე; 2013-2014 წწ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე; 2014 წლიდან ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსი. წყარო: ghn.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |