The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი გორგიძე (დეკანოზი)

დიმიტრი გორგიძე
ოფიციალური სახელი:დიმიტრი გორგიძე
დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1949  (76 წლის)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მეჯვრისხევი, გორის რაიონი.

1987 წლიდან სიონის საპატრიარქო ტაძარში სტიქაროსნად მსახურობდა; 1991 წლის 28 აპრილს სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა და სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა; 1991 წლის 17 აგვისტოს მღვდლად დაასხეს ხელი და რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვრად დაინიშნა; დანიშვნამდე რამდენიმე თვე ქვათახევის მამათა მონასტერში იმსახურა; 1993 წლიდან რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარად დაინიშნა, ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა; 1996 წლის 24 ივნისს მიტრით დაჯილდოვდა; 1996 წლის 17 ნოემბერს რუსთავის ეპარქიის მოძღვართმოღძვრად აირჩიეს; 2011 წლის 28 აგვისტოს დადგინდა რუსთავის სიონის წინამძღვრად; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი; დეკანოზი.

წყარო: rustveli.ge


გააზიარე: