შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სტეფანე მელიქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაიბადა ქართველი კათოლიკის, გიორგი მელიქიშვილის ოჯახში. სტეფანე მელიქიშვილის მშობლები გასული საუკუნის ორმოციან წლებში ახალციხიდან (მესხეთი) თბილისში გადმოსახლებულან. მთელი ოჯახი იმ ქართველ პატრიოტთა პატარა ჯგუფს ეკუთვნოდა, რომლებმაც დააარსეს პირველი კერძო სტამბა ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოსაცემად. ამ ჯგუფში გარდა მამა-შვილები მელიქიშვილებისა, იყვნენ ისტორიკოს-არქეოლოგი დიმიტრი ბაქრაძე, ცნობილი საზოგადო მოღვაწე ნიკო ღოღობერიძე და ვახტანგ თულაშვილი. სტეფანე მელიქიშვილი ვენაში გაგზავნეს სტამბის მოწყობილების შესაძენად და ქართული ასოების ჩამოსასხმელად. საქართველოს ჟურნალ-გაზეთები იმ შრიფტით იბეჭდებოდა, რომელსაც ვენის შრიფტი დაერქვა. ეს შრიფტი განირჩევა აკადემიური შრიფტისაგან. სტამბა გაიხსნა 1864 წელს. 1866 წლიდან იყო გაზეთ "დროების" გამომცემელი. პეტრე მელიქიშვილის უფროსი ძმა. საზოგადო მოღვაწე, გაზეთ "დროების" პირველი გამომცემელი, სტამბის დამაარსებელი საქართველოში. წყარო: მელიქიშვილები : გრიგოლი, სტეფანე, პეტრე, იოსები, ეკატერინე / რამაზ სურმანიძე.-თ,.,2003.-გვ.176 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |