შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ატო აღნიაშვილი![]()
ბიოგრაფიაბავშვობა შვეიცარიაში გაატარა, სადაც ზედმიწევნით შეისწავლა ფრანგული ენა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დროს, გიორგი ნიკოლაძის რჩევით, ფრანგულიდან თარგმნა ინჟინერ ჰ. რულესა და მ. ფრეშეს მონოგრაფია "ნომოგრაფიის კურსი" (გამოიცა გიორგი ნიკოლაძის რედაქტორობით). მისი ხელმძღვანელობით შრომის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში მუშაობდა ფიზკულტურის წრეები, თითქმის შეუცვლელად ასრულებდა ვარჯიშების მსაჯის როლს და იყო მეთოდოლოგიური კომისიისა და სხვადასხვა სექციის აქტიური წევრი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მთამსვლელთა განყოფილების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მყინვარწვერზე მთამსვლელური განყოფილების ექსპედიციის პირველი ასვლის ერთ-ერთი მოთავე (1923). მყინვარწვერზე ავიდა ხუთჯერ, თითოჯერ - იალბუზსა და ცენტრალური კავკასიონის მრავალ მნიშვნელოვან მწვერვალზე. დაიპყრო არაერთი გეოგრაფიული მწვერვალი (მყინვარწვერზე პირველი ასვლისას დაღუპვისაგან იხსნა ექსპედიციის წევრი), შეაგროვა მეცნიერულ-საზოგადოებრივი მნიშვნელობის მრავალი მასალა. გარდაიცვალა სვანეთის გზატკეცილის გაყვანის დროს სამშენებლო სამუშაოებზე. მთამსვლელი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი. აგრონომისა და საზოგადო მოღვაწის ნიკოლოზ აღნიაშვილის შვილი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.233; facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |