The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოფიო ღამბაშიძე

დაბადების თარიღი:1896
გარდაცვ. თარიღი:1959  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

საოპერო თეატრში მოღვაწეობა დამოუკიდებელ საქართველოში 1920 წელს დაიწყო. ქართულ ოპერებში მნიშვნელოვან როლებს ასრულებდა: მარეხის როლს (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"), ნინოს პარტიას (დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე"). იმავე წლიდან იყო თბილისის ნიჭიერთა ათწლედის პედაგოგი. საოპერო თეატრში მუშაობის დამთავრების შემდეგ, მუსიკალურ ათწლედში სიმღერის მასწავლებლად მუშაობდა. გასაბჭოების შემდეგ მაროს პარტია იმღერა ზაქარია ფალიაშვილის "დაისიდან". მისი მოწაფეები იყვნენ: თ. ზაალიშვილი, ნ. გელაშვილი და სხვ. საოპერო მომღერალი, კოლორატული სოპრანო.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.466


გააზიარე: