The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო ყურულიშვილი

სერგო ყურულიშვილი
Date of birth:1894
Date of death:25 March, 1925  (at 31 years)
Burial location:ვოლსკის მართლმადიდებლური სასაფლაო, პოლონეთი
Category:Diplomat, Engineer, Poet, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

განათლებით ინჟინერ-ტექნიკოსი.

ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციაში აქტიურ საზოგადო მოღვაწეობას ეწეოდა. მამა - ვანო ყურულიშვილი, ხოლო დედა - ეკატერინე ნაზარიშვილი. ძმა იან (ვანო) ყურულიშვილი პოლონეთის რკინიგზის თანამშრომლად მუშაობდა. პოლონეთში 1918 წელს გაემგზავრა, მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. პოლონეთში იგი თავის მეუღლე მარიასთან ერთად ჩავიდა. საქართველოს საკონსულო ნოვი შვიატის ქუჩაზე №17-ში მდებარეობდა. ვარშავაში მისმა მოღვაწეობამ ქართველი ემიგრანტების მუშაობა გამოაცოცხლა. ქალაქ ბიალისტოკში, 1920 წელს პოლონეთში მცხოვრები ქართველების ყრილობა მოაწყო, სადაც ქართული სახალხო საბჭო აირჩიეს. მისი მიზანი ურთიერთდახმარება, საქართველოსა და პოლონეთს შორის მეგობრული, პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობების მხარდაჭერა იყო. კრებამ პირველ რიგში მისალმება გაუგზავნა სეიმს. 1920 წლიდან პოლონეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩის - სიდამონ-ერისთავის, ს. ყურულიშვილის, ა. გოძიაშვილის ინიციატივით პოლონეთში ქართველთა თვითგადარჩენის კომიტეტი შეიქმნა, რომელიც 1921 წლამდე არსებობდა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ პოლონეთის სამხედრო სკოლებში ქართველების მომზადება გადაწყდა. საბოლოო გადაწყვეტილება 1921 წლის 1 სექტემბერს მიიღეს, როდესაც გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადისლავ სიკორსკიმ, თანხმობა განაცხადა 25 ქართველის ვარშავის პოდხორონჟთა სკოლაში მიღებაზე, სადაც სწავლება 1921 წლის დეკემბერში დაიწყო. ს. ყურულიშვილი პოლონეთში საქართველოს სასარგებლოდ დიდ აგიტაციას ეწეოდა. 1921 წელს ქართულ-პოლონური კლუბი შეიქმნა, რომლის დამფუძნებელი საბჭოს თავმჯდომარედაც აირჩიეს. საზოგადოების ძირითადი მიზანი "ქართველი და პოლონელი ხალხების ეკონომიკური და კულტურულ-საზოგადოებრივი დაახლოება" უნდა ყოფილიყო. გამოუშვეს ერთჯერადი ჟურნალი "ამირანი", რომელიც ქართველი და პოლონელი ხალხების ისტორიას ეძღვნებოდა. ჟურნალის რედაქტორი ს. ყურულიშვილი გახდა. 1921 წელს საქართველოზე პოპულარული გამოცემების სერიას ჩაუყარა საფუძველი. აღსანიშნავია მისი ნაშრომი "გრუზია" პოლონურ ენაზე, რომელიც 1924 წელს ლ. კულჩიცკიმ ცალკე ბროშურად გამოაქვეყნა. 1922 წლის პირველ ნახევარში ვარშავაში პოლონეთის ქართული კომიტეტი ჩამოყალიბდა, რომლის პირველი თავმჯდომარე ს. ყურულიშვილი გახდა. კომიტეტი მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართველ ემიგრანტებს და მათ ოჯახებს, ორგანიზებას უკეთებდა ეროვნული დღესასწაულების აღნიშვნას და მეგობრულ შეხვედრებს, ეწეოდა საგამომცემლო საქმიანობას, რომელიც ფინანსური სიძნელეების გამო საკმაოდ შეზღუდული იყო. დაიბეჭდა ერთჯერადი ჟურნალი "პრო ჯეორჯია" (1922 წელს) და "პრო პატრია" (1923 წელს). 1923 წლის ოქტომბერში ვარშავაში გამოიცა "კურიერ სტოლეჩნის" პირველი ნომერი. ჟურნალის გამომცემელი ვალენტინა სას-ვოიჩიცკა, ხოლო რედაქტორი და მისი გამოცემის ინიციატორი - ს. ყურულიშვილი იყო. იგი 1925 წლის 25 მარტს ტრაგიკულად გარდაიცვალა. ვარშავის ერთ-ერთ კაფეში მას ტყვია ესროლეს. 1918-1924 წლებში ვარშავაში (პოლონეთი) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსული. 

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.472


Share: