ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
დავით გაბუნია
დაბადების თარიღი: | 12 აპრილი, 1982 (43 წლის) |
კატეგორია: | დრამატურგი, მთარგმნელი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 2003 წელს. 2003 წლიდან მისი რეცენზიები და თარგმანები ინგლისური და შვედური ენებიდან იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალებში; ნათარგმნი აქვს სტრინდბერგის, იბსენის, შექსპირის, ასევე თანამედროვე დრამატურგების ნაწარმოებები; 2008 წელს დ. გაბუნიას პიესამ "ჩემი საქორწინო კაბა" გაიმარჯვა ფესტივალზე ARDIfest (სამეფო უბნის თეატრი); 2010 წელს გაიარა სტაჟირება ლონდონის ნაციონალურ თეატრში; მისი პიესები დადგმულია სამეფო უბნის, რუსთაველის, ფოთისა და ბათუმის თეატრებში; მისი პიესები "სხვისი შვილები" იდგმებოდა სამეფო უბნის თეატრში (რეჟისორი დათა თავაძე, 2008); "საპნის ოპუსი" - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში (რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი, 2012); "ტროელი ქალები" - სამეფო უბნის თეატრში (რეჟისორი დათა თავაძე, 2013); "ბეჩავი" სამეფო უბნის თეატრში (რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი, 2014); თარგმნილი და დადგმული პიესები: "ბრმა ფერი" - პენელოპა სკინერი, სამეფო უბნის თეატრი (რეჟისორი ნინი ჩაკვეტაძე, 2011), "კატცელმახერი" - რაინერ ვერნერ ფასბინდერი, სამეფო უბნის თეატრი (რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი, 2012); "ფრეკენ ჟული" - აუგუსტ სტრინდბერგი, სამეფო უბნის თეატრი, (რეჟისორი დათა თავაძე, 2012), "ანტიგონე" - სოფოკლე, მუსკომედიის თეატრი (რეჟისორი პაატა ციკოლია, 2013), "მოჩვენებები" - ჰენრიკ იბსენი, მუსკომედიის თეატრი (რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი, 2013), "დორიან გრეის პორტრეტი" - ოსკარ უაილდი, მუსკომედიის თეატრი (რეჟისორი ნინი ჩაკვეტაძე, 2014); მიღებული აქვს ჯილდოები: თუმანიშვილის ფონდის კონკურსის "ახალი ქართული პიესა - 2012" გამარჯვებული პიესისათვის "რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება" (2012); მარჯანიშვილის თეატრისა და გაეროს ქალთა ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურს-სემინარის - "ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" პროექტის გამარჯვებული პიესისათვის "რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება" (2012); დამოუკიდებელი თეატრალური პრემია "დურუჯი" ნომინაციაში: "წლის საუკეთესო პიესა"; ბათუმის თეატრში დადგმული პიესისათვის "საპნის ოპუსი" (2012); დამოუკიდებელი თეატრალური პრემია "დურუჯი" ნომინაციაში: "წლის საუკეთესო პიესა" ფოთის თეატრში დადგმული პიესისათვის HOLLAND HOLLAND (2013).
წყარო: netgazeti.ge
ბიბლიოგრაფია
- რომანი და პიესები / ავგუსტ სტრინდბერგი (მთარგმნელი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. - 343გვ.. - ISBN: 978-9941-15-778-3
- პიესები (ავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2013. - 136გვ.. - ISBN: 978-9941-11-446-5
- სხვისი შვილები : კომედია: საპნის ოპუსი : პიესა (ავტორი). - თბილისი, სიესტა, 2010. - 120გვ.. - ISBN: 978-9941-414-48-0
|