The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დემურ ბაშელეიშვილი

დემურ ბაშელეიშვილი
დაბადების თარიღი:6 იანვარი, 1943  (81 წლის)
კატეგორია:გამომგონებელი, მხატვარი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

1973-1975წწ. გაზეთი "მალადიოჟ გრუზიის" კორესპოდენტი; 1975-1981წწ. სამეცნიერო-კვლევითი პროგრამებით მუშაობდა ავსტრიაში, პოლონეთში, გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიაში, რუსეთსა და ბელორუსში; 1976-1981წწ. გაზეთ "სოფლის ცხოვრების" განყოფილების გამგე; 1981-1987წწ. ჟურნალ "პარტიული სიტყვის", განყოფილების გამგე; 1990-2000წწ. გაზეთ "პეგასის" დამფუძნებელი, მთავარი რედაქტორი; 1992-2003წწ. საქართველოს სახელოვნებო აკადემიის რექტორი; 1994-1995წწ. დამასკოს საერთაშორისო გამოფენის საქართველოს ექსპოზიციის დირექტორი; 1995-2000წწ. საქართველოს ინტელექტუალთა ლიგა, პრეზიდენტი; 2005-2011წწ. ევროპის მეცნიერების, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის (საფრანგეთი) თავმჯდომარე; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; არის 400-ზე მეტი ფერწერული და გრაფიკული ნაწარმოების ავტორი, რომელთა დიდი ნაწილი ინახება მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის გალერერეებში, მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. მისი მონუმენტური ნამუშევრები საქართველოს, ევროპისა და აზიის მრავალ ქალაქშია. არის 70 სამეცნიერო ნაშრომის, 10 გამოგონების, 500-ზე მეტი პუბლიკაციისა და ნარკვევის, პოეტური და პროზაული წიგნების ავტორი, 12 სამეცნიერო გამოკვლევის რედაქტორი. ხუთჯერ მიენიჭა პირველი პრემიის ლაურეატის და ორჯერ - "წლის საუკეთესო მხატვრის" საპატიო წოდებები. სახვითი ხელოვნების პროფესორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 87; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.17

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის მხატვართა კავშირი, თავმჯდომარე (2003-)
  • საქართველოს დარგობრივ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთა საბჭო, თავმჯდომარე (2000-)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2013-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველები", წევრი (2013-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2013)
  • საქართველოს მხატვართა ფედერაცია, თავმჯდომარე (2003-)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთა აკადემიური თანამდებობების მიმნიჭებელი საუნივერსიტეტო კომისია, წევრი (2006-)
  • საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი, პრეზიდენტი (1995-)
  • ქართული სწორმეტყველების აკადემიური საბჭო, თავმჯდომარე (2003-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - მედალი "მშვიდობიანი კავკასიისთვის"
  • 2000 - ღირსების ორდენი
  • ნიკო ფიროსმანის სახელობის პრემია
  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: