The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ალადაშვილი

დავით ალადაშვილი
დაბადების თარიღი:13 აპრილი, 1990  (34 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაიბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ჯულიარდის სკოლა ბაკალავრის დიპლომით 2012 წელს.

11 წლის ასაკში დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა; 15 წლის ასაკში მიიღეს თბილისის სპეციალურ მუსიკალურ სკოლაში; 2007 წელს გადავიდა ნიუ-იორკში და შევიდა ჯულიარდის სკოლაში მუსიკის მოსამზადებელ განყოფილებაზე; მასტერ-კლასს იღებდა ცნობილი მუსიკოსებისაგან, მათ შორისაა კარლ-ჰაინც კემერლინგი, დიმიტრი ბაშკიროვი, ანტონ ნელი, ალექსანდრე ბოდურანსკი, იოჰევედ კაპლისკი, ალექსანდრე კორსანტია და სხვა; მონაწილეობა მიღებული აქვს უამრავ ფესტივალში; მას პრესა უწოდებს "ემოციური ვირტუოზი, დაბადებული სცენისთვის"; არაერთხელ გამხდარა მრავალი კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი, მათ შორისაა ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი თბილისში (2001), ვლადიმერ სპივაკოვის საერთაშორისო ფესტივალი მოსკოვში (2005) და რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო ფორტეპიანოს კონკურსი პარიზში (გრან-პრი, 2006); მისი სოლო კონცერტები ტარდება საქართველოში, რუსეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში; 2005 წელს მან მიიღო პრეზიდენტის სტიპენდია ხოლო ჯულიარდის სკოლაში სიუზენ პოუზის სტიპენდია; 2010 წლის თებერვალში მას ჰქონდა დებიუტი სოლო კონცერტი კარნეგი-ჰოლში; 2010 წლის ნოემბერში მან მიიღო მონაწილეობა რობერტ შუმანის გარდაცვალებიდან 200 წლის თავისადმი მიძღვნილ ფესტივალ "White Light Festival"-ში, ნიუ-იორკში ლინკოლნ ცენტრში; 2011 წლის მარტში კონცერტები გაიმართა ჰიუსტონში და თბილისში; 2011 წლის იანვარში მან მიიღი მონაწილეობა ფესტივალ Focus!-ში (სამხატვრო ხელმძღვანელი ჯოელ საქსი), სადაც პიველად შეასრულა პოლონელ კომპოზიტორთა ტადეუშა ბელიცკოგოს, გრაჟინი ბაცევიჩის და იოანი ბრუზდოვიჩის ნაწარმოებები; 2012 წელს სწავლის გასაგრძელებლად (მაგისტრატურა) დაბრუნდა ჯულიარდის სკოლაში; 2012-2013წწ. სეზონზე მას ჰქონდა უამრავი სოლო კონცერტი, ასევე მოამზადა ქართული მუსიკის პროგრამა კონცერტისთვის, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ჯულიარდის სკოლის სტუდენტები; 2012 წლის საქართველოში გამართა სოლო კონცერტები, ატარებდა მასტერ-კლასებს; დააარსა საქველმოქმედო ფონდი "ახლგაზრდები ახალგაზრდებისთვის"; 2013 წლის სექტემბერში სტუდია LP Classics-ში ჩაიწერა სადებიუტო ალბომი Opus 13; ალბომში შესულია სკრაბინის, შუმანის 13 ნაწარმოები, ასევე ახალგაზრდა კომპოზიტორთა 13 ნაწარმოები რომელიც სპეციალურად პიანისთვის დაიწერა; ალბომი გამოვიდა 2013 წლის 13 დეკემბერს; 2014 წელს მონაწილეობა მიიღო სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ "თეთრ ღამეებში". პიანისტი.


გააზიარე: