ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ვანო სტურუა
ოფიციალური სახელი: | ივანე სტურუა |
დაბადების თარიღი: | 28 დეკემბერი, 1870 |
გარდაცვ. თარიღი: | 13 აპრილი, 1931 (60 წლის ასაკში) |
კატეგორია: | პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი კულაში, ქუთაისის მაზრა. 1889–1900წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარ სახელოსნოებში; თბილისის სოციალირ-დემოკრატიული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი; 1898-1900წწ. ხელმძღვანელ როლს ასრულებდა თბილისის მუშათა გაფიცვებსა და მაისობებში; 1900 წლის სექტემბერში ბაქოში ჩაბმული იყო რევოლუციურ მუშაობაში; იყო რსდმპ ბაქოს კომიტეტის წევრი, ლენინური "ისკრის" აგენტი; მუშაობდა რსდმპ ცკ-ის არალეგალურ სტამბებში ბაქოში, პეტერბურგსა და ვიბორგში; რამდენიმეჯერ იყო პატიმრობასა და გადასახლებაში; 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ხელმძღვანელობდა სამტრედიის ბოლშევიკურ ორგანიზაციას; 1918–1920წწ. იყო ბოლშევიკების დასავლეთ ამიერკავკასიის და ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტების; 1922-1924წწ. - საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახკომი, შემდეგ საკ. კპ(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პარტკოლეგიის საკონტროლო კომისიის თავმჯდომარე; არაერთხელ იყო საკავშირო კპ (ბ) ყრილობის დელეგატი; საკ. კპ (ბ) XIV - XVI ყრილობებზე აირჩიეს საკ. კპ (ბ) ცენტრალური საკონტროლო კომისიის წევრად; იყო საქართველოს სსრ, ამიერკავკასიის სფსრ და სსრკ ცაკის წევრი; პროფესიონალი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ.9 - თბ., 1985.-გვ. 587
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- კომუნისტური პარტია, წევრი (1896-)
- საქ. კპ(ბ) ცკ-ის , წევრი (1920-1921)
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1900-)
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილება, წევრი (1916-)
|