The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან ფიფია

რომან ფიფია
დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1966  (59 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გაგრა. 

დაამთავრა მოსკოვის მომხმარებელთა კორპორაციის ინსტიტუტი 1996 წელს.

პროფესიული და ბიზნეს გამოცდილება საქმიანი და პროფესიული კარიერა რუსეთის ფედერაციაში დიწყო; 1996 წელს სარატოვის ლიქიორის და არყის გამომხდელი ქარხნების გაერთიანების გენერალური დირექტორი; ჩართული იყო სოფლის მეურნეობის ბიზნესშიც, სასოფლო სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სასოფლო სამეურნეო კომპანიების დაფინანსებაში: 2001 წელს სათავეში ჩაუდგა რეგიონალურ სასურსათო კომპანია "ზერნო პოვოლჟიას"; 2002 წლიდან კორპორაცია "აგროროსის" ხელმძღვანელი გახდა, რომლის საქმიანობაც ხორბლის შენახვასა და ფქვილის დაფქვას მოიცავდა; 2007 წლიდან ბიზნეს საქმიანობა საქართველოში გააფართოვა და რამდენიმე მიმზიდველი ბიზნეს-პროექტი განახორციელა. ("ლოიალ კაპიტალ გრუპი"; ჰაიატ რიჯენსი; შპს "რუსთავის აზოტი"; "დინამო თბილისის" რეორგანიზაცია.);  აქტიურად ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას როგორც სარატოვში, ასევე საქართველოში: გაჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად ოთხწლიანი პროგრამა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც ოჯახებს უფასოდ მიეწოდებოდათ პური; პროგრამის ბიუჯეტმა 23 მილიონ რუბლს გადააჭარბა; 1997-2001წწ. იკავებდა საფეხბურთო კლუბ "სოკოლის" პრეზიდენტის პოსტს; სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის მისი მეშვეობით რამდენიმე მნიშვნელოვანი საქველმოქმედო და სოციალური პროექტი განხორციელდა, წლების მანძილზე ქართველი ბიზნესმენი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ გუნდს ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებდა; 2011 წლის იანვარში შეიძინა თბილისის "დინამო" და მისი მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყო კლუბის სრული მოდერნიზაცია; იმავე წელს ქართველმა ბიზნესმენმა ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზაზე დიდი მოცულობის სამუშაო ჩაატარა და ინფრასტრუქტურა ევროპული დონის და შესაბამისი სტანდარტების მიხედვით განაახლა, ასევე განხორციელდა დიღმის საწვრთნელი ბაზის რეკონსტრუქცია; "დინამოს" საწვრთნელი ბაზა დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში; დინამო არენაზე ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მოწესრიგდა ფიფა-უეფა-ს სტანდარტების შესაბამისად, შედეგად კი უეფა-ს სუპერთასის მასპინძლობა საქართველოსთვის რეალური გახდა; 2013 წელს სლოგანით "მომავალი იწყება აქ!" მორიგი გრანდიოზული სოციალური პროექტი განახორციელა; ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის, მომავალი თაობის აღსაზრდელად და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის გახსნა "დინამოს" საფეხბურთო აკადემია, რომელსაც გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას სახელი მიენიჭა; აკადემია მისი ყველაზე დიდი საფეხბურთო პროექტია; მსგავსი აკადემია საქართველოში უპრეცენდენტოა; იგი დონით და ხარისხით ევროპულ ქვეყნებში თავის ანალოგებს უტოლდება; ჯგუფ "ლოიალ კაპიტალ გრუპის" დამფუძნებელი და თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი; ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1999).

წყარო: "დინამოს" ოფიციალური საიტი - fcdinamo.ge


გააზიარე: